"ამ სეზონში გრიზმანი არასტაბილური იყო. თავიდან სათანადოდ ვერ ასპარეზობდა, ნაახალწლევს კი ათამაშდა. ამაზე ნათლად მეტყველებს ციფრები. ვფიქრობ, დიეგო კოშტას გადმოსვლის მერე მოედანზე მეტი თავისუფლება იგრძნო.
მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ. ვცდილობთ, დავარწმუნოთ, რომ გუნდი განვითარდება და გვსურს, დარჩეს. იმედია, ასეც იქნება. თუ ჩემპიონატზე ოქროს მედლებისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ და ევროპა ლიგის ფინალში გავალთ, ე.ი. ყველაფერი კარგადაა".