ალკოჰოლიკი მამა და გულზე გაკეთებული ოპერაცია - 10 ფაქტი, რომელიც კრიშტიანო რონალდოზე არ იცით [PHOTO]

AutoSharing Option
ინგლისურმა "სანმა" კრიშტიანო რონალდოს შესახებ ათი ფაქტი ჩამოთვალა, რომელიც გულშემატკივართათვის ნაკლებადაა ცნობილი.

10) დედამისს მასზე ფეხმძიმობისას აბორტის გაკეთება სურდა, თუმცა ღმერთმა ამის უფლება არ მისცა და ამის გამო არ დაისაჯა.

"ხანდახან რონალდო იცინის და მეუბნება, შენ ხომ ჩემი დაბადება არ გინდოდა... მე კი, მიუხედავად ამისა, შენთან ვარ და გეხმარები, როგორც შემიძლია", - ამბობს კრიშტიანოს დედა.

Sportall.Ge

9) კრიშტიანო რონალდოს გულზე პრობლემები ჰქონდა. 15 წლის ასაკში მან ოპერაცია გაიკეთა, რადგან ტაქიკარდია აწუხებდა, თუმცა ოპერაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა.

Sportall.Ge

8) მისი სრული
სახელია კრიშტიანო რონალდო დო სატოს ავეირო, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის საპატივცემულოდ დაარქვეს. კრიშტიანოს მამა რეიგანის დიდი თაყვანისმცემელი იყო.

Sportall.Ge

7) რონალდოს სხეულზე ტატუები არ აქვს, რადგან სისხლს რეგულარულად აბარებს. 2015 წელს მან კამპანიაც კი წამოიწყო და ხალხს მოუწოდებდა, სისხლი ჩაებარებინათ.

მისი თქმით, როდესაც სისხლს აბარებ, სამ ადამიანს მაინც ეხმარები, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნო.

Sportall.Ge

6) კრიშტიანო ალკოჰოლურ სასმელებს არ სვამს. ერთი შეხედვით, ეს გასაკვირი არაა, მაგრამ რონალდოს, გარდა სპორტულისა, ამის პირადი მიზეზიც აქვს.

მამამისი ჟოზე ალკოჰოლიზმით გარდაიცვალა, როდესაც რონალდო 20 წლის იყო.

"მამა მთვრალი ძალიან სასაცილო იყო, მაგრამ მისი ნამდვილი პიროვნების გაცნობა ვერ მოვახერხე. არ ვიცი, რატომ სვამდა მამაჩემი, ალბათ, ცხოვრებისეული პრობლემების გამო. მერჩივნა, ახლა ის ჩემ გვერდით ყოფილიყო და ჩემი წარმატებები ენახა", - იხსენებს რონალდო.

Sportall.Ge

5) რონალდომ თამაში საფეხბურთო კლუბ "ანდორინაში" დაიწყო, სადაც მამამისი გასახდელებს ალაგებდა.

თანაკლუბელები მას ამის გამო დასცინოდნენ, მაგრამ რონალდოზე ამან საპირისპიროდ იმოქმედა და მან უფრო ძლიერად დაიწყო ვარჯიში.

Sportall.Ge

4) მას სკოლაში "მტირალა ბავშვს" ეძახდნენ, რადგან ხშირად ტიროდა, როდესაც თანაგუნდელს პასს აძლევდა, ის კი გოლს ვერ იტანდა.

დედამისი იხსენებს, რომ მას "პატარა ფუტკარსაც" ეძახდნენ, რადგან იმდენად სწრაფი იყო, რომ ვერავინ ეწეოდა.

3) 14 წლის ასაკში რონალდო სკოლიდან გააგდეს, რადგან მან მასწავლებელს სკამი ესროლა. მასწავლებელი მას იმის გამო დასცინოდა, რომ ღარიბი ოჯახიდან იყო.

დედამისმა გადაწყვიტა, იგი სკოლაში აღარ დაებრუნებინა და მის შვილს მხოლოდ ფეხბურთზე მოეხდინა კონცენტრაცია.

Sportall.Ge

2) 2010 წელს "ლივერპულის" ყოფილმა მწვრთნელმა ჟერარ ულიემ აღიარა, რომ კრიშტიანო რონალდოს გადაბირებაზე უარი თქვა.

შედეგად, პორტუგალიელი "მანჩესტერში" გადავიდა და დიდებული კარიერა აიწყო.

Sportall.Ge

1) რონალდო უფრო კეთილია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. რამდენიმე წლის წინ მას იაპონელმა ბიჭმა ვიდეოშეკითხვა გაუგზავნა.

მან სცადა, პორტუგალიურად ესაუბრა, თუმცა ეს საშინელი აქცენტით გააკეთა. ამის გამო მედიაში მას დასცინეს.

იაპონიაში ვიზიტისას რონალდო ამ ბიჭს ესტუმრა და მის სახეზე ღიმილი დააბრუნა.

კრიშტიანო საქველმოქმედო საქმიანობითაც გამოირჩევა. სულ ბოლოს ჩემპიონთა ლიგის მოგების გამო მიღებული 506 000 ფუნტი გაეროში გადარიცხა.

მანამდე 5 მილიონით დაეხმარა ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს.

მან ინდონეზიაში ცუნამს გადარჩენილი მარტუნისის განათლების თანხა დაფარა, რომელიც ახლა "სპორტინგში" თამაშობს.

რონალდომ ასევე დაფარა ერთ-ერთი ბიჭუნას ტვინის ოპერაციის თანხა.

დაბოლოს, რონალდოს თავისი კარიერის განმავლობაში 1-90 წუთამდე, მატჩის ყველა წუთზე აქვს გატანილი.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 10 /
Udzlieresi adamiani,udzlieresi fexburteli..kvela fuliani fexburteli ase kvelmokmedi rom ikos bevri kargi sakme gaketdeboda..dziritadad dzinci gaunatleblebi arian!!
Zura
05:29 22-04-2018
0
რა სჭირს ამ კაცს ჩვენი დასაცინი ან სპორტული ან ადამიანური თვალსაზრისით. ძალიან მაგარი სპორტსმენიც არის და ძალიან მაგარი კარიერაც აქვს. ბაიერნს და კიდე მომდევნო ვინც იქნება იმას ჩაუტარდება "ფლუგენგენგენხოლენი" ))))
Dato
13:33 23-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული