"რეალმა" "ბაიერნთან" მატჩამდე "ლეგანესს" დუბლებით სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას 34-ე ტურში "რეალმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" 2:1 მოუგო "ლეგანესს".

ბლანკოსის მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "ბაიერნთან" მატჩამდე დასვენების საშუალება მისცა კეილორ ნავასს, სერხიო რამოსს, რაფაელ ვარანს, მარსელოს, ლუკა მოდრიჩს და რონალდოს.

ანგარიში მე-8 წუთზე გარეთ ბეილმა გახსნა, პირველი ტაიმის დასასრულს ბორხა მაიორალმა დაამწუხრა სტუმრები, ხოლო 66-ე წუთზე დარკო ბრასანაჩმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანა.

მსაჯმა 90+3-ე წუთზე პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა "ლეგანესის" ნახევარმცველი გაბრიელი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული