"დამაკლდები მეგობარო" - სერხიო რამოსი ანდრეს ინიესტას დაემშვიდობა

AutoSharing Option
ნაკლასიკოევს "ბარსელონას" ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ "რეალის" მცველს სერხიო რამოსს თავისი მაისური აჩუქა.

ინიესტამ კლასიკოში უკანასკნელად მიიღო მონაწილეობა, სერხიო რამოსმა ეს სურათი გამოაქვეყნა და დაწერა:"მიუხედავად იმისა, რაც მოედანზე მოხდა, ამ მატჩს ინიესტას მატჩად გაიხსენებენ. დამაკლდები, ჩემო მეგობარო".

ინიესტა კარიერას ჩინეთში გააგრძელებს და სერხიომ თქვა, რომ რამოდენიმე წლის შემდეგ შეიძლება ერთად ითამაშონ.

ვერაფერს იტყვი, დიდებულია, როდესაც ასეთი დიდებული ფეხბურთელები ერთმანეთს პატივს სცემენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული