"ბაიერნის", "რეალის" და გერმანიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი პაულ ბრაიტნერი, რომელიც ამჟამად ტელევიზიაში სპორტულ მიმომხილველად მუშაობს, თვლის, რომ პსჟ-ის თავდამსხმელი ნეიმარი ბლანკოსში გადავა და მისი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება.
"მომავალ სეზონში ნეიმარი "რეალის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება", - განუცხადა ბრაიტნერმა Goal-ს.
ბრაიტნერი "სამეფო გუნდის" შემადგენლობაში ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. ის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია.