სერხიო რამოსის ავტოგოლი, გაცუდებული და რეალიზებული პენალტი "სევილიასთან" წაგებულ მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას 36-ე ტურში "სევილიამ" საკუთარ მოედანზე დაამარცხა "რეალი" 3:2.

ბლანკოსის მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა რიგ წამყვან ფეხბურთელებს მისცა დასვენების საშუალება და ნათლად წარმოჩნდა თუ რამხელა სხვაობაა ძირითად და სათადარიგო შემადგენლობის ფეხბურთელებს შორის.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა 2:0 მოიგეს, შესვენების შემდეგ სერხიო რამოსმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, 84-ე წუთზე მან ავტოგოლი გაიტანა, 87-ე წუთზე ბორხა მაიორალმა ანგარიში 1:3 გახადა, ხოლო 90+5-ე წუთზე სერხიო რამოსმა პენალტის შესრულება არავის არ დაუთმო და მეორე ცდით დალაშქრა დავიდ სორიას კარი.

"სამეფო გუნდი" მე-2 ადგილზე მყოფ "ატლეტიკოს" 3
ქულით ჩამორჩება და 12 მაისს "სელტას" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მე მგონი რამოსმა თავის ძველ კლუბს გაუგორა.ყველა გოლი რეალის კარში მაგის ბრალია.თან გამაზული პენალტი.
ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა
17:22 10-05-2018
0

სიახლეები პოპულარული