ზინედინ ზიდანი: ჯერ ფინალი, შემდეგ ნეიმარი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც კითხვა ნეიმარის ტრანსფერის შესახებაც დაუსვეს.

"დიდი ხანია, რაც ამ ტრანსფერის გარშემო საუბარი მიმდინარეობს. საუბრები ფინალისთვის მომზადებაში ხელს ნამდვილად არ შეგვიშლის.

სეზონის გადამწყვეტ მატჩამდე ორი კვირა რჩება და ჯერჯერობით ამ თემაზე საუბარი ნაადრევია.

ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ კი ნეიმარის ტრანსფერზე ვისაუბროთ", - აღნიშნა ზიდანმა.

▶ შეხვედრა აგენტთან - ნეიმარის მადრიდული მომავალი უფრო რეალური ხდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული