As: გრიზმანმა დეკემბერში უთხრა სიმეონეს, რომ "ბარსელონაში" გადადის

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი "ბარსელონაში" გეგმავს გადასვლას.

As-ის ჟურნალისტი მანუელ ფერნანდესი ირწმუნება, რომ "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა ჯერ კიდევ დეკემბერში უთხრა მწვრთნელს დიეგო სიმეონეს, რომ "ბარსელონაში" აპირებს გადაბარგებას.

არგენტინელმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ფეხბურთელს, რომ დროზე ჩააყენა საქმის კურსში და იქამდე დაპირდა სრულ მხარდაჭერას, სანამ მის გუნდში იქნება. როხიბლანკოს მოთამაშეები ამის შესახებ ინფორმირებულნი არიან.

კლუბის ხელმძღვანელობაც საქმის კურსშია და ანტუანის შემცვლელს ეძებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული