As: ანტუან გრიზმანმა "ბარსელონასთან" წინასწარი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
"ბარსელონა" "ატლეტიკოს" თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის ტრანსფერის განხორციელებასთან ახლოსაა.

As-ის ცნობით, "ბარსა" გრიზმანთან კონტრაქტის დარჩენილ დეტალებს უახლოეს ორ კვირაში შეათანხმებს და მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე თავისი გუნდის ფეხბურთელად გამოაცხადებს.

ერთადერთი, ვინც შეიძლება ამას ხელი შეუშალოს, თავად გრიზმანია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში პირის საგამტეხლოს სახით 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რადგან წინასწარ ხელშეკრულებაზე უკვე მოწერილი აქვს ხელი.

იმისათვის, რათა "როხიბლანკოსთან" კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს, "ასულგრანა" მზადაა, ტრანსფერში 115 მილიონი გადაიხადოს და თუ მადრიდული კლუბი ამის წინააღმდეგი წავა, კატალონიელები 100 მილიონს გადაიხდიან და ფეხბურთელის კონტრაქტს გამოისყიდიან.

შრომითი ხელშეკრულება სატრანსფერო ფანჯრის პირველივე დღეს, 1-ელ ივლისს გაფორმდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რატომ მიქარავს ვითომ თუ გადავა?
ruslani
12:55 18-05-2018
0
მაგრად მიქარავ თუ გადახვალ
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული