კრიშტიანო რონალდო: ესპანეთში მითვალთვალებენ

AutoSharing Option
"რეალის" თავდამსხმელმა რონალდომ გაიხსენა, როგორ გაჩხრიკეს მის მიერ ნაქირავები იახტა 2017 წლის ზაფხულში სასაზღვრო დეპარტამენტის და საგადასახადო სამსახურის აგენტებმა.

"ფორმენტერას კუნძულზე ათასი იახტაა, მაგრამ რატომღაც ყველაზე პატარა აარჩიეს, რომელზეც ოჯახთან ერთად ვისვენებდი. ვკითხე, აქ რა ხდება, ჩვენ რა, მკვლელები ვართ-მეთქი? იარაღი და კამერები ჰქონდათ. გავბრაზდი, მაგრამ რას ვიზამდი ასეთ სიტუაციაში...

რაც შეხება საგადასახადო სამსახურთან პრობლემას, ერთადერთი რისი გადაწყვეტაც არ შეიძლება, სიკვდილია. დანარჩენი ყველაფრის გადაწყვეტა შეიძლება. უსამართლობა ხდება და ამას ვერაფერს ვერ მოუხერხებ. ესპანეთში მითვალთვალებენ", - განუცხადა კრიშტიანომ "მარკას".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული