რაც მოსალოდნელი იყო - რონალდო ხელფასის მომატებას ითხოვს და მანიპულირებს

AutoSharing Option
"რეალის" თავდამსხმელმა რონალდომ "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის დასრულებისთანავე გუნდის დატოვებაზე მიანიშნა.

მან ამისათვის მიზანმიმართულად სათავისოდ ყველაზე საჭირო დრო და ადგილი შეარჩია. ის არსად წამსვლელი არაა, უბრალოდ, გასამრჯელოს მომატება უნდა.

კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მას შარშან ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ კონტრაქტის პირობების გადახედვას დაპირდა. მოლაპარაკებები დეკემბერში დაიწყო და ანაზღაურების 9-10 მილიონი ევროთი გაზრდას დაპირდნენ, ოღონდ პირობები წაუყენეს: ჩემპიონთა ლიგის და "ოქროს ბურთის" მოგება და სხვა. ფეხბურთელი ამ მოთხოვნებით უკმაყოფილო დარჩა.

და კიდევ - არის ნეიმარის ფაქტორი. კერძოდ, კრიშტიანოს აღიზიანებს პერესის
მიერ პსჟ-ს ფორვარდის ნეიმარის ქება და უნდა ისეთივე ხელფასი დაუნიშნონ, როგორიც ბრაზილიელს პარიზულ გუნდში აქვს.

მოკლედ, As-ი ამტკიცებს, რომ პორტუგალიელი ახალი შრომითი ხელშეკრულებით წლიურ გასამრჯელოდ 30-33 მილიონს ითხოვს. ეგაა და ეგ.

ცნობისათვის, ნეიმარი წელიწადში 37 მილიონს იღებს, "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი კი - 50 მილიონს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ნეიმარზე და მესიზე ნაკლები ხელფასი რატომ უნდა ქონდეს.კაცმა სამი წელია ჩ.ლ-ის მოგებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.ყოველ წელს 15,16,17 ბურთი გაიტანა.მესის ,ორი წელია ჩ.ლ.ზე იუვესთან შარშან და რომასთან წელს გროშკაპიკის საქმე არ გაუკეთებია ბარსა მეოთხედფინალებიდან სწორედ მაგის ცუდი თამაშის გამო გამოვარდა.
simartle
19:41 27-05-2018
34
ძაან მაგარი ფეხბყრთელია რონალდო და ნეიმარიც, მაგრამ მესი პირველია მიუხესავად იმისა რო გულზე არ მეხატება. ჯადოქარია დმტნლი
Gii32
20:24 27-05-2018
5

სიახლეები პოპულარული