"უესკას" ამ თამაშამდე ლა ლიგას საგზური უკვე მოპოვებული ჰქონდა, "ხიმნასტიკი" კი სეგუნდაზე ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და შეხვედრის დაწყებამდე სტუმრებმა მასპინძლებს საჩემპიონო დერეფანი მოუწყვეს.
AS-ი El Confidencial-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ მატჩის დაწყებამდე საათნახევრით ადრე ანომალურად დიდი რაოდენობით ფსონების დადება დაიწყო უკრაინიდან, შესვენებისას კი აზიის ქვეყნებიდან.
ფსონები ძირითადად პირველი ტაიმის 0:0-ზე და მატჩის ტარაგონული გუნდის მინიმალური ანგარიშით გამარჯვებაზე დაიდო, რაც გამართლდა. ერთადერთი გოლი "ხიმნასტიკმა" 72-ე წუთზე გაიტანა.
![ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკს" გარიგებულ მატჩში მონაწილეობას აბრალებენ? [VIDEO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/ccdf00ed7f8e24bcc766fa497782ca33.jpg)
El Confidencial-ი ეთიკისა და პატიოსანი თამაშის კომიტეტის თავკაცს ფრანჩესკო ბარანკას დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა ამ მატჩზე გაკეთებული ფსონების ანომალურობა. დასახელდა ქალაქები, სადაც ეს ფსონები დაიდო: კიევი, პოლტავა, ნიკოლაევი, ხარკოვი, ოდესა და ბუნებაში არარსებული კროსროსტენი.
თურმე, თამაშის მიმდინარეობისას 30-მა საბუქმეიკერო კანტორამ ფსონების მიღება შეწყვიტა.
კაკაბაძე "უესკასთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მისი გუნდი 2 ივნისს პირველადგილოსან "ვალიადოლიდს" მასპინძლობს, რომელსაც გარანტირებული აქვს პრიმერას საგზური და მოგების შემთხვევაში, "ხიმნასტიკი" ესპანეთის რანგით მე-2 დივიზიონში ადგილს ინარჩუნებს.