კაპელომ ზიდანის გადადგომა განმარტა: "რეალში" საუკეთესო სიტუაცია არ იყო, ზინედინი სწორად მოიქცა

AutoSharing Option
"რეალის" ყოფილმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ზინედინ ზიდანის გადადგომაზე გააკეთა კომენტარი.

"რეალში" საუკეთესო სიტუაცია არ იყო, ზიდანი სწორად მოიქცა. ვიცოდი, ჩემპიონთა ლიგა რომ არ მოეგო, მოხსნიდნენ. ეს ფინალამდე 3 თვით ადრე იყო ცნობილი. როგორც ყოვეელთვის, მადრიდში კამათი იყო სეზონის შესახებ და თანაც, კლუბის პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს მუდამ უნდა გავლენა ჰქონდეს მწვრთნელსა და ფეხბურთელებზე. როდესაც "რეალი" იმარჯვებს, პერესი ბედნიერია, ხოლო როდესაც აგებს, დამნაშავეს ეძებს. მე ვიმარჯვებდი, მაგრამ მაინც მომხსნეს.

ახალი მწვრთნელი? ვფიქრობ, გუტის შეუძლია ზიდან
ის შეცვლა. შეიძლება კონტეს ან სარის. პოჩეტინო? შეიძლება... ის კარგად იცნობს ესპანეთს და აქვს თავისი სათამაშო სტილი.

არის თუ არა ზინედინი დიადი მწვრთნელი? იმის მიხედვით, რასაც მიაღწია, უდავოდ, მაგრამ ახლა მან ეს სხვაგან უნდა დაამტკიცოს", - განუცხადა კაპელომ "მუნდო დეპორტივოს".

alt"ამიენმა" ზინედინ ზიდანს ფეხბურთელის კარიერის განახლება შესთავაზა

altAS: ზინედინ ზიდანის შემდეგ "რეალს" რონალდოც დატოვებს?

altზინედინ ზიდანს მწვრთნელობა უკრაინის პირველი ლიგის გუნდმა შესთავაზა...

altვარიანტებს არ ვეძებ - ზინედინ ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ზიდანი უდიდესი ფახბურთელი იყო,მაგრამ მწვრთნელი უდიდესი არა! წელს "რეალი" მსაჯების დახმარებით და ორი-სამი პროვოკატორი ფეხბურთელის მოქმედებით, საზიზღარი მომენტები აჩვენა!აიღეთ სალახის დატრამვება,იუვესთან თამაში,ბაიერნთან თამაში! ამ ტამაშებიდან გამოჩნდა,რომ "რეალი" საჩემპიონო გუნდი არ იყო,მაგრამ გახადეს!
irakli1
14:23 01-06-2018
3

სიახლეები პოპულარული