შენ მიდიხარ, მაგრამ წარუშლელ კვალს ტოვებ - "რეალის" ფეხბურთელები ზიდანს ემოციურად ემშვიდობებიან

AutoSharing Option
ზინედინ ზიდანის მადრიდის "რეალიდან" წასვლას გუნდის ფეხბურთელები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ. სოციალურ ქსელში "სამეფო კლუბის" მოთამაშეები სინანულს არ მალავენ და ფრანგ სპეციალისტს მადლობას უხდიან.

"ჩემო ძმაო, მე არ მქონდა იმის სიამოვნება, მეთამაშა შენთან ერთად, მაგრამ წილად მხვდა პატივი, ყოფილიყავი ჩემი მწვრთნელი.

ასე რომ, მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადო იმისთვის, რაც შენ მომეცი. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ", - დაწერა ქარიმ ბენზემამ.

"მისტერ, როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრთნელმა დამტკიცე, რომ საუკეთესო ხარ. მადლობა იმ 2,5 წლისთვის, რომელიც ჩვენთან გაატარე.

მადლობა იმ სამუშაოსთვის, სიყვარულისა და
მეგობრობისთვის. შენ მიდიხარ, მაგრამ წარუშლელ კვალს ტოვებ. ჩვენ ერთად უდიდესი ისტორია შევქმენით", - დაწერა სერხიო რამოსმა.

"მისტერ ზიდან, შენი ხელმძღვანელობით ძალიან ბევრი ვისწავლე. შენ მიერ ჩატარებული ყოველი საწვრთნელი პროცესი ისე მსიამოვნებდა, როგორც პატარა ბავშვს.

ყოველი თამაში, ყოველი საუბარი, ეს დაუვიწყარია და დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის!

შენ ჩემთვის განსაკუთრებული ხარ. შენი დიდებული მუშაობით ისტორია შექმენი. დიდებული და სასიყვარულო ისტორია", - წერს მარსელო.

"უბრალოდ, ვამაყობ, რომ შენი გუნდის ფეხბურთელი ვიყავი. დიდი მადლობა, მისტერ", - დაწერა რონალდომ.

altამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება - ზინედინ ზიდანი "რეალიდან" მიდის!

altვინ შეცვლის მადრიდის "რეალში" ზინედინ ზიდანს?

altვარიანტებს არ ვეძებ - ზინედინ ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

altAS: ზინედინ ზიდანის შემდეგ "რეალს" რონალდოც დატოვებს?

altკაპელომ ზიდანის გადადგომა განმარტა: "რეალში" საუკეთესო სიტუაცია არ იყო, ზინედინი სწორად მოიქცა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული