წავა თუ არა მადრიდის "რეალში" მაურისიო პოჩეტინო?

AutoSharing Option
სხვადასხვა ავტორიტეტული გამოცემა იუწყება, რომ მადრიდის "რეალის" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი მაურისიო პოჩეტინოა.

არგენტინელი ამჟამად სათავეში ლონდონის "ტოტენჰემს" უდგას და დეზებთან ცოტა ხნის წინ ახალი კონტრაქტიც გააფორმა.

გავრცელებული ცნობით, "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სამხრეთამერიკელი საკუთარი გუნდის რიგებში დატოვოს.

ლონდონური კლუბის ბოსები პოჩეს სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 150 მილიონი ფუნტის გამოყოფას ჰპირდებიან.

მთავარი პრობლემა, რამაც შესაძლოა თავი იჩინოს, ფეხბურთელთა კონტრაქტებია. ამჟამად ლონდონელთა ბანაკში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სწორედ არგენტინელი მწვრთნელია.

ჰარი კეინს, დელე ალის, იან ვერტონგენს, უგო ლორისსა და კრისტიენ ერიკსენს კი სხვა
გუნდები უკეთეს გასამრჯელოს სთავაზობენ. ამიტომ ისინიც დასარჩენად უკეთეს ხელფასს მოითხოვენ.

altშენ მიდიხარ, მაგრამ წარუშლელ კვალს ტოვებ - "რეალის" ფეხბურთელები ზიდანს ემოციურად ემშვიდობებიან

altვინ შეცვლის მადრიდის "რეალში" ზინედინ ზიდანს?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული