გამოცემის მტკიცებით, პორტუგალიელი გუნდის დატოვების სურვილს პარტნიორებთან არ მალავდა. კრიშტიანო არ მალავდა, რომ გუნდში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. უბრალოდ, ფეხბურთელები არ ელოდნენ, თუ ის წასვლის შესახებ ბოლო მატჩის ფინალური სასტვენისთანავე მიანიშნებდა.
კლუბის ხელმძღვანელობა რონალდოს ნათქვამით უკმაყოფილო დარჩა, თუმცა სიმშვიდეს ინარჩუნებს. ამასთან, ფეხბურთელებს მიაჩნიათ, რომ კრიშტიანომ გუნდში უკანასკნელად ითამაშა.