რონალდო "რეალში" დარჩენაზე თანახმაა, ოღონდ ხელფასის გაოთხმაგებას ითხოვს

AutoSharing Option
თავდამსხმელი რონალდო თანახმაა დარჩეს "რეალში", მაგრამ გასამრჯელოს მომატებას ითხოვს.

"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, კრიშტიანოს ანაზღაურება 21 მილიონია, პსჟ ორჯერ მეტს სთავაზობს, თუმცა თანახმაა ბლანკოსში ერთი პირობით დარჩეს. კერძოდ, რონალდოს "ერთგულება" "რეალს" წელიწადში 80 მილიონი დაუჯდება.

ფეხბურთელმა თავის აგენტს, ჟორჟე მენდეშს უთხრა, გადასცეს თავისი პირობები "სამეფო კლუბის" პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს - ახალი სამსეზონიანი კონტრაქტის გაფორმება და წლიური 80-მილიონიანი ხელფასის დანიშვნა.

ასე რომ, თუ "რეალი" დათანხმდა, ეს სიამოვნება 240 მილიონი დაუჯდება და პორტუგალიელს 36 წლის ასაკამდე გარანტირებული კონტრაქტი ექნება.

თუ პერ
ესი დათანხმდება, ეს კლუბის ბიუჯეტს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს და შეზღუდული იქნება ტრანსფერებში.
მკითხველის კომენტარები / 5 /
გაოთხმაგება არა კვატი... აქამდე თუ თამაშობდი, ამ სიბერეში ვინ გაგიოთხმაგებს, სირბილი შეგეზარება უკვე.
თენგო
08:22 03-06-2018
0
წყარო გლდანინიუსია ?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული