"რეალმა" ხულენ ლოპეტეგი მწვრთნელად წარადგინა

AutoSharing Option
"რეალმა" მწვრთნელად ხულენ ლოპეტეგი წარადგინა.

ლოპეტეგიმ ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:"შესაძლოა, დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ, გუშინ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სამწუხარო დღე იყო, დღეს კი ყველაზე ბედნიერი დღეა. მახსოვს, 18 წლისა, სამხედროსავით ჩაცმული აქ ჩემმა ძმამ რომ მომიყვანა.

გამიმართლა, რომ ჯერ "კასტილიაში" და შემდეგ "რეალში" ვთამაშობდი. აქ მივხვდი, რაა ერთგულება. "კასტილიას" მწვრთნელი ვიყავი, ახლა კი "რეალს" ჩავუდგები სათავეში. წრე შეიკრა, ძალიან ბედნიერი ვარ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული