გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსადან" კლუბის ლიდერი და ბომბარდირი წავიდა

AutoSharing Option
Marca იუწყება, რომ "სარაგოსას"  ლიდერი, 25 წლის ბორხა იგლესიასი, "ესპანიოლში" გადავიდა.

ესპანელი ფეხბურთელი გასულ სეზონში გიორგი პაპუნაშვილის თანაგუნდელი იყო და თავი 22 გატანილი გოლითაც გამოიჩინა, რითაც კლუბის ბომბარდირი გახდა.

ის ვიგოს "სელტას" საკუთრება იყო და არაგონულ კლუბში განათხოვრების წესით თამაშობდა.

იგლესიასი კატალონიურ კლუბთან კონტრაქტს ხელს ხვალ ან ზეგ მოაწერს.

altმას დიდი მომავალი აქვს! - გიორგი პაპუნაშვილმა "სარაგოსასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული