როგორ "ჩაუშვა" არტურო ვიდალი მისმა შვილმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოში უამრავი წამყვანი სპორტული გამოცემა არსებობს, რომლის ინფორმაციის სიზუსტეც დასაჯერებელია, თუმცა არტურო ვიდალის ტრანსფერთან დაკავშირებით სრულიად სხვა შემთხვევა დაფიქსირდა.

ალონსო ვიდალი მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველის 9 წლის ვაჟია, რომელსაც YouTube-ზე საკუთარი არხი აქვს და ვიდეოებს აქვეყნებს.

ერთ-ერთ ასეთ ვიდეოში ის მამამისზე საუბრობს, სადაც ამბობს, რომ ის ან "ინტერში", ან "ბარსელონაში" გადაბარგდება.

"ნერაძურის" ინტერესის შესახებ ყველამ იცოდა, თუმცა კატალონიელთა ინტერესზე არავის არაფერი დაეწერა.

ამის შემდეგ კი გუშინვე გახდა ცნობილი, რომ ვიდალი "ბარსელონას" ტრანსფერზე შეუთანხმდა და ახლა მხოლოდ მცირე დეტალებია მოსაგვარებელი...

altარტურო ვიდალის

"ბარსელონაში" გადასვლა გადაწყვეტილია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული