შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბს" ბელგიელი კარის დარაჯის ყიდვა 40 მილიონი ევრო დაუჯდა და მას 6-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.
- ტიბო კურტუა 16 წლის იყო, როდესაც "გენკში" მისი პროფესიონალური დებიუტი შედგა.
- საინტერესოა, რომ საფეხბურთო კარიერის საწყის ეტაპზე კურტუა არა მეკარე, არამედ მცველი იყო.
- კურტუა ამბობს, რომ მისი საუკეთესო მეგობარი ედენ აზარია.
- მის მშობლებს სურდათ, რომ ტიბო ფრენბურთელი გამოსულიყო. კურტუას და ვალერი ბელგიის ქალ ფრენბურთელთა ნაკრების წევრია.
- კურტუას კარში ყველაზე მეტი გოლი კრიშტიანო რონალდოს აქვს გატანილი. პორტუგალიელმა ბელგიელს 9 მატჩში 10-ჯერ გაუტანა.
- კურტუას მადრიდში დაბრუნება იმიტომ სურდა, რომ იქ მისი შვილები, ადრიანა და ნიკოლასი ცხოვრობენ.
- ტიბო ბავშვობაში ფრენბურთს თამაშობდა. ის ასევე ველორბოლითაც იყო დაინტერესებული.
- ტიბო კურტუა საუბრობს ინგლისურად, ფრანგულად, ესპანურად და ჰოლანდიურად.
- 2011 წელს "ჩელსიმ" კურტუას სანაცვლოდ "გენკს" 9 მილიონი ევრო გადაუხადა, თუმცა ლონდონურ კლუბში ტიბოს დებიუტი 2014 წლამდე არ შემდგარა.
- კურტუა ამბობს, რომ მისი იდეალი მეკარე ჰოლანდიელი ედვინ ვან დეერ საარია და ყველანაირად ცდილობს, მას მიბაძოს.
"რეალმა" "ჩელსისგან" კურტუა შეიძინა, კოვაჩიჩი კი გაანათხოვრა