10 ფაქტი, რომელიც "რეალის" ახალი მეკარის, ტიბო კურტუას შესახებ უნდა იცოდე

AutoSharing Option
ესპანურმა Marca-მ მადრიდის "რეალის" ახალ მეკარე ტიბო კურტუას შესახებ 10 საინტერესო ფაქტი გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბს" ბელგიელი კარის დარაჯის ყიდვა 40 მილიონი ევრო დაუჯდა და მას 6-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

  1. ტიბო კურტუა 16 წლის იყო, როდესაც "გენკში" მისი პროფესიონალური დებიუტი შედგა.
  2. საინტერესოა, რომ საფეხბურთო კარიერის საწყის ეტაპზე კურტუა არა მეკარე, არამედ მცველი იყო.
  3. კურტუა ამბობს, რომ მისი საუკეთესო მეგობარი ედენ აზარია.
  4. მის მშობლებს სურდათ, რომ ტიბო ფრენბურთელი გამოსულიყო. კურტუას და ვალერი ბელგიის ქალ ფრენბურთელთა ნაკრების წევრია.
  5. კურტუას კარში ყველაზე მეტი გოლი კრიშტიანო
    რონალდოს აქვს გატანილი. პორტუგალიელმა ბელგიელს 9 მატჩში 10-ჯერ გაუტანა.
  6. კურტუას მადრიდში დაბრუნება იმიტომ სურდა, რომ იქ მისი შვილები, ადრიანა და ნიკოლასი ცხოვრობენ.
  7. ტიბო ბავშვობაში ფრენბურთს თამაშობდა. ის ასევე ველორბოლითაც იყო დაინტერესებული.
  8. ტიბო კურტუა საუბრობს ინგლისურად, ფრანგულად, ესპანურად და ჰოლანდიურად.
  9. 2011 წელს "ჩელსიმ" კურტუას სანაცვლოდ "გენკს" 9 მილიონი ევრო გადაუხადა, თუმცა ლონდონურ კლუბში ტიბოს დებიუტი 2014 წლამდე არ შემდგარა.
  10. კურტუა ამბობს, რომ მისი იდეალი მეკარე ჰოლანდიელი ედვინ ვან დეერ საარია და ყველანაირად ცდილობს, მას მიბაძოს.

alt"რეალმა" "ჩელსისგან" კურტუა შეიძინა, კოვაჩიჩი კი გაანათხოვრა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული