დიეგო გოდინმა "მანჩესტერში" გადასვლა არ ისურვა და "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
32 წლის ურუგვაელმა მცველმა დიეგო გოდინმა "მანჩესტერში" გადასვლაზე უარი განაცხადა და "ატლეტიკოში" დარჩა.

"მანჩესტერი" მზად იყო 20 მილიონი ევრო გადაეხადა და გოდინის კონტრაქტი გამოესყიდა, მაგრამ ფეხბურთელმა ეს არ ისურვა.

როხიბლანკომ მას ახალი ხელშეკრულება გაუფორმა და წლიური ხელფასი 7.5 მილიონამდე გაუზარდა. ამის შესახებ ოფიციალურად ამ დღეებში იუწყებენ.

ცნობისათვის, "მანიუ" დიეგოს სეზონურ გასამრჯელოდ 8.9 მილიონს სთავაზობდა.

altდიეგო გოდინი სამი კბილის გარეშე დარჩა და ოპერაციის გაკეთება მოუწევს

altდიეგო სიმეონე: სამწუხაროა, გაბის ან გოდინის კლონირება რომ არ შეგვიძლია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული