დიეგო სიმეონე: სამწუხაროა, გაბის ან გოდინის კლონირება რომ არ შეგვიძლია

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ "რეალთან" (2:1) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ორი მატჩის ჯამში "ატლეტიკო" 2:4 დამარცხდა.

"რეალმა" შინ საქმე გაგვირთულა, მაგრამ ყველას ვაჩვენეთ, თუ რატომ შეგვიძლია ასეთ დონეზე კონკურენცია.

ქომაგები ყოველთვის გუნდთან არიან, როცა იგებ, მაგრამ დღევანდელი შემთხვევა იშვიათია ფეხბურთში. ეს არის დასტური იმისა, რომ მსოფლიოში ყველაზე მაგარი მხარდაჭერა გვყავს.

სამწუხაროა, გაბის ან გოდინის კლონირება რომ არ შეგვიძლია. ისინი ამ კლუბში სიცოცხლის შემომტანები არიან.

თითქმის თამაშში დავბრუნდით, მაგრამ მეტოქის გოლმა შეგვიშალა ხელი.

ფეხბურთელებით ვამაყობ. ჩვენ არ ვსაუბრობდით უბრალოდ სიტყვებისთვის. გვეგონა, რომ ბედს შემოვატრიალებდით და თითქმის გამოგვივიდა ეს.

მეჩვენება, რომ ჩვენსა და "რელსა" და "ბარსელონას" შორის მცირე სხვაობაა. დიდი ნაბიჯი უნდა გადავდგათ წინ. იმედი მაქვს, ამას ოდესმე შევძლებთ", - თქვა სიმეონემ.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. ატლეტიკო-რეალი: და მაინც, საოცნებო ფინალი... [VIDEO]

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
არ მიყვარს მადრიდის ატლეტიკო,მაგრამ ყოველთვის აღფრთოვანებული ვრჩები მათი საოცარი ბრძოლის უნარიანობით.
სოსო
06:58 12-05-2017
0
ატლეტიკოს გუშინდელ თამაშს ფეხბურთი კი არა ფეხებზე ნადირობა ქვია.სიმეონე რომ თამაშობდა ყველაფერ უსინდისობაზე წამსვლელი იყო და გუნდიც ასე ჰყავს აწყობილი.
ფეხბურთი ომი არ არის
17:39 11-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული