მიჩი ბაჩუაის "ვალენსიასთან" ერთად ტიტულის მოგება სურს

AutoSharing Option
"ვალენსიამ" ლონდონის "ჩელსის" საკუთრებაში მყოფი ბელგიელი ფორვარდი მიჩი ბაჩუაი წარადგინა.

"არისტოკრატებმა" "ღამურებს" ფეხბურთელი 1-წლიანი იჯარით დაუთმეს.

პრეზენტაციაზე 25 წლის ფორვარდმა აღნიშნა, რომ მას "მესტალიის" ბინადრებთან ერთად, ჩემპიონთა ლიგაზე რაც შეიძლება შორს გასვლა სურს.

მიჩიმ ასევე თქვა, რომ მისი მიზანი, მომავალ სეზონში რომელიმე ტიტულის მოგება იქნება.

უზომოდ გახარებული იყო "ვალენსიას" მწვრთნელი მარსელინიო, რომელმაც განაცხადა ბაჩუაის ბევრი წინადადება ჰქონდა, მაგრამ ჩვენ აგვირჩია, რადგან იცის კარგი გუნდი გვყავს და მაღალი დონის კლუბებს ვუპირისპირდებითო.

გასულ სეზონში მიჩი იჯარით "დორტმუნდში" ირჯებოდა, სადაც 14 შეხვედრაში 9-ჯერ
გაიტანა.

altმიჩი ბაჩუაი იჯარით ამჯერად ესპანეთში გადაბარგდა

altბელგიელი ფეხბურთელი: რა დებილი ვარ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული