ხულენ ლოპეტეგი: "რეალი" ვალდებულია ყველა ტურნირი მოიგოს

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ "რეალი" მისმა ლიდერმა რონალდომ დატოვა და არც ერთი ძლიერი ფეხბურთელი არ დაუმატებია, გუნდის მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი ოპტიმისტურადაა განწყობილი. აი, რა განუცხადა მან სუპერთასზე "ატლეტიკოსთან" მატჩის წინ მარკას".

"ამ შეხვედრის წინ განსაკუთრებულ ზეწოლას არ ვგრძნობთ. ვალდებულნი ვართ ყველა ტურნირზე გავიმარჯვოთ. კლუბი სამუშაოდ ყველა პირობას გვიქმნის. მაქსიმუმის მიღწევას შევეცდებით.

უნდა გამოვიყენოთ ფეხბურთელთა ინდივიდუალური თვისებები და თან კოლექტიურად ვითამაშოთ. ჩვენ ჩვენი სათამაშო სტილი გვაქვს".

"რეალისა" და "ატლეტიკოს" შეხვედრა 15 აგვისტოს ტალინში ჩატარდება.

altსანტიაგო ბერნაბეუს თასზე "რეალმა" "მილანი" 3:1 დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული