ესპანური პრესა: "სიტიმ" ბრავოს შემცვლელს "რეალში" მიაგნო

AutoSharing Option
ესპანური El Mundo ავრცელებს ინფორმაციას, რომ "მანჩესტერ სიტის" მადრიდის "რეალიდან" იჯარით კეილორ ნავასის დამატება სურს.

როგორც იცით, "ქალაქელებს" კლუბის მე-2 მეკარე კლაუდიო ბრავო დაუშავდათ, რომელიც დიდი ალბათობით, სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს.

ამჟამად "სიტიში" ახალგაზრდული გუნდის 20 წლის კარის დარაჯი დანიელ გრიმშოუ ვარჯიშობს, რომელსაც მე-2 ნომრის სტატუსი აქვს.

ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა დასრულებულია და კლუბებს ფეხბურთელის დამატება მხოლოდ იჯარით შეუძლიათ.

"სიტის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა კი მეკარის დამატების აუცილებლობას ხედავს და ეს, დიდი ალბათობით, სწორედ კეილორ ნავასი იქნება.

alt"მანჩესტერ სიტის" მეკარემ შესაძლოა

მთელი სეზონი გამოტოვოს

altკეილორ ნავასის პირველი კომენტარი "რეალში" ტიბო კურტუას გადასვლის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული