მცველი თუ ფორვარდი? - რამოსს გოლი ზედიზედ 15 სეზონია გააქვს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველ სერხიო რამოსს კლუბის რიგებში გოლი უკვე ზედიზედ 15 სეზონია გააქვს.

მან ლა ლიგის მე-2 ტურში "ჟირონას" კარი აიღო, რითაც პრიმერა დივიზიონში 432 ჩატარებულ შეხვედრაში 56 გოლი მოაგროვა.

ის ლა ლიგაში ჯერ კიდევ მოთამაშე ფეხბურთელთა ბომბარდირთა დავაში მე-13 ადგილს იკავებს.

ლა ლიგაში მან პირველად 2004 წელს გაიტანა, როდესაც "სევილიას" ღირსებას იცავდა.

რამოსს ყველაზე მეტი ბურთი (7) 2016/17 წლების სეზონში აქვს შეგდებული.

შეგახსენებთ, რომ "რეალმა" პრიმერა დივიზიონის მე-2 ტურში "ჟირონა" 4:1 დაამარცხა.

alt"რეალმა" კატალონიაში "ჟირონას" ადვილად სძლია და სკეპტიკოსებს

ხმა ჩააკმენდინა [VIDEO]

 

altძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ - სერხიო რამოსის 14 წელი მადრიდის "რეალში"

altსერხიო რამოსი: თუ კლოპი დამშვიდდება, საუკეთესო მწვრთნელად ვაღიარებ

მკითხველის კომენტარები / 1 /
რამოსს დაცვის ცენტრში თამაში, ძალიან უზღუდავს შეტევაში თამაშის დროს,ეგ რომ ცენტრ თავდამსხმელად გადაიყვანონ,სეზონში 20 გოლი გარანტირებული ექნება.უნიკალური შესაძლებლობების ფეხბურთელია
სოსო
12:31 27-08-2018
1

სიახლეები პოპულარული