ესპანელი ჟურნალისტი: მარიანო დიასი "რეალში" მე-7 ნომრით ითამაშებს

AutoSharing Option
ესპანელი ჟურნალისტი მიგელ დიასი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მადრიდის "რეალი" კლუბში დაბრუნებულ მარიანო დიასს 7-ნომრიან მაისურს მისცემს.

როგორც იცით, ან ნომრით "სამეფო კლუბში" წლების განმავლობაში კრიშტიანო რონალდო ასპარეზობდა.

"ბლანკოსის" "შვიდიანი" ასევე ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელები იყვნენ, როგორებიც ემილიო ბუტრაგენიო და რაულია.

შეგახსენებთ, რომ "რეალმა" "ლიონიდან" მარიანო დიასის ტრანსფერი გუშინ გამოაცხადა.

"სამეფო კლუბს" აღნიშნული გარიგება 22 მილიონი ევრო დაუჯდა. კიდევ რამდენიმე მილიონს "ბლანკოსი" ბონუსებით გადაიხდის. ფეხბურთელის პრეზენტაცია კი ხვალ იგეგმება.

altოფიციალურად: მადრიდის "რეალმა" დომენიკელი ფორვარდი დაიბრუნა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული