ლა ლიგა. III ტურის წინ: ორი დერბი და "რეალის" ფრანგული შევსება

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ტური სატრანსფერო ფანჯრის დახურვისთანავე იწყება და მისი დასრულების შემდეგ "სანაკრებო პაუზა" დაიწყება. ტური ნაკლულია: 10-ის ნაცვლად 9 მატჩი გაიმართება...

"რაიო ვალეკანოსა" და "ბილბაოს" მატჩის გადადების მიზეზი მადრიდული კლუბის სტადიონზე მიმდინარე სამუშაოებია. ტურის მთავარი მატჩი 2 სექტემბერს გაიმართება - სევილიური დერბი "ვილიამარინზე" - "ბეტისი" "სევილიას" მასპინძლობს. პაბლო მაჩინის გუნდს სერიოზული გამოცდა ელის. ანდალუსიური დერბი მუდამ დიდი ბრძოლებით გამოირჩევა. გასულ სეზონში გუნდებმა ორი ფანტასტიკური მატჩი გვაჩუქეს - იანვარში "სევილია" შინ 3:5 დამარცხდა, მაისში კი "ვილიამარინზე" 2:2 იყო.

ტურის წინ
სამი მნიშვნელოვანი ამბავი შევიტყვეთ - მარიანო დიასი "ლიონიდან" "რეალში" დაბრუნდა და ქარიმ ბენზემას რეალური კონკურენტი გაუჩნდა. "რეალთან" 14-თვიანი განშორების შემდეგ ფორვარდის დაბრუნება "სამეფო კლუბს" 22 მილიონი ევრო (პლუს ბონუსები დაუჯდა).
ფეხბურთიდან წასვლის შესახებ გამოაცხადეს იმანოლ აგირეჩემ და რობერტო ტრაშორასმა. ორივემ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ლა ლიგაში.

მარიანოს ძველ-ახალი გუნდი მადრიდულ დერბის თამაშობს "ლეგანესთან" და აშკარა ფავორიტია. ჩემპიონატში ვერა და კოპა დელ რეიზე "ლეგანესმა" "რეალს" მწარედ ანანა, "ბერნაბეუზე" 2:1 მოუგო და თასის გათამაშებიდან გამოაგდო.

"რეალი" (სავარაუდო): ნავასი - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ბეილი, ბენზემა, ასენსიო.

"ბარსელონა", რომელმაც ამ დღეებში პაკო ალკასერი "დორტმუნდში" გაუშვა, "უესკას" მასპინძლობს. ეს გუნდი ლა ლიგაში პირველად თამაშობს და მას "კამპ ნოუზე" დიდი გამოცდა ელის. ბოლოს "ბარსა" "უესკას" თასზე შეხვდა 2014 წელს და 8:1 მოუგო. მაშინდელი გოლების ავტორებისგან მხოლოდ სერხი რობერტოა შემორჩენილი "ბარსელონაში".

"ბარსელონა" (სავარაუდო): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, კოუტინიო - მესი, ლ. სუარესი, დემბელე.

სხვა თამაშებიდან აღსანიშნავია, რომ დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" გალისიაში ჩადის "სელტასთან" სათამაშოდ, ხოლო "ვალენსიამ" ქალაქის დერბიში უნდა დაამტკიცოს, რომ "ესპანიოლთან" ცუდი თამაში გაუგებრობა იყო. "ვალენსიამ" გონსალო გედეში კი გაიფორმა, მაგრამ ჯერ დოკუმენტაცია მოგვარებული არ არის და პორტუგალიელის თამაში "ლევანტესთან" საეჭვოა.

ფაქტები
  • იმანოლ აგირეჩემ ლა ლიგაში "სოსიედადის" მაისურით 16 გოლი გაიტანა თავით, ყველაზე მეტი კლუბში 2003 წლიდან მოყოლებული.
  • 2013/14 წლების სეზონში რობერტო ტრაშორასმა "რაიო ვალეკანოს" მაისურით 2 936 პასი გააკეთა. ამაზე პეტი პასი ერთ სეზონში მხოლოდ ჩავის ჰქონდა (3 411, 2005/06 წლების სეზონში).
  • ქარიმ ბენზემამ ბოლო სამ სეზონში იმდენივე გოლი გაიტანა, რამდენიც მარიანო დიასმა გასულ სეზონში "ლიონის" მაისურით - 18.

ლა ლიგა. III ტური
პარასკევი, 31 აგვისტო
ხეტაფე-ვალიადოლიდი 22:00
ეიბარი-სოსიედადი 23:59
ვილიარეალი-ჟირონა 23:59

შაბათი, 1-ლი სექტემბერი
სელტა-ატლეტიკო 20:30
რეალი-ლეგანესი 22:45

კვირა, 2 სექტემბერი
ლევანტე-ვალენსია 14:00
ალავესი-ესპანიოლი 18:15
ბარსელონა-უესკა 20:30
ბეტისი-სევილია 22:45
რაიო ვალეკანო-ბილბაო გადაიდო

ბომბარდირები: 3 - ანდრე სილვა (სევილია)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული