"კლუბს ყველაფერი აქვს, რომ დიდ მიზნებს მიაღწიოს. ჩვენ მხოლოდ პრიმერაში დარჩენა არ გვსურს, ჩვენი ამოცანა კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებაა, რომელიც გამჭვირვალე იქნება გულშემატკივრებისთვის. ველოდებით ფანების მაქსიმალურ ჩართულობას კლუბის ცხოვრებაში, იდეებს და კრიტიკას", - ციტირებს რონალდოს კლუბის "ტვიტერი".
უკვე "ვალიადოლიდის" პრეზიდენტი რონალდო 30 მლნ ევროს ორი წლის განმავლობაში გადაიხდის.
"ვალიადოლიდი" 1928 წელს დაარსდა და ელიტურ ესპანურ დივიზიონში 42 სეზონი ჩაატარა.