იქიდან გამომდინარე, რომ მას თამაში მადრიდელთა სარეზერვო გუნდში უწევს, რომელიც ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში ასპარეზობს, "სამეფო კლუბის" მესვეურების აზრით, კარგი იქნება, თუ ის გამოცდილებას პირველ გუნდში თამაშით მიიღებს.
ამიტომ მის გაიჯარებას "ფლამენგოში" აპირებენ, საიდანაც ზაფხულში 45 მილიონ ევროდ შეიძინეს.
მიმდინარე სეზონში სეგუნდა "ბ"-ში ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ერთი შეხვედრა ითამაშა, მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ, სადაც დუბლის შესრულება მოახერხა.
ვინ არის ვინისიუს ჟუნიორი? 16 წლის ბრაზილიელი, რომელიც "რეალმა" 45 მილიონად შეაცდინა