მან 30 მეგობარი დაპატიჟა და როდესაც ანგარიში მიუტანეს, განაცხადა, რომ 16 ათას ევროს არ გადაიხდიდა, ვინაიდან ფასები "გაბერილი" იყო.
დაწესებულების თანამშრომლები იძულებულნი გახდნენ პოლიცია გამოეძახებინათ და ფეხბურთელმა ფული გადაიხადა, ოღონდ სრულად არა.
გასულ სეზონში მუნირი "ალავესში" იყო განათხოვრებული და ლა ლიგას 33 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მუნირს მსოფლიოს ჩემპიონატზე მაროკოს ნაკრებში თამაშის უფლება არ დართეს