გამოძიება ფეხბურთელის მამის, დმიტრი ჩერიშევის ინტერვიუს შემდეგ დაიწყო, რომელიც მან რუსულ გამოცემას მისცა.
ინტერვიუში ის ამბობს, რომ მისმა შვილმა ზრდის ჰორმონის შემცველი ინექცია მიიღო, რათა მსოფლიო ჩემპიონატს ჯანმრთელად შეხვედროდა.
განმარტება დენის ჩერიშევმაც გააკეთა და თქვა, რომ მას არასდროს არ მიუღია არალეგალური ნივთიერება.
რუსი ფეხბურთელი "ვალენსიას" მიმდინარე სეზონში "ვილიარეალიდან" შეუერთდა.
ჩერიშევმა გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრების წარმატებულ გამოსვლაში დიდი როლი შეასრულა და მუნდიალი ოთხი გატანილი გოლით დაასრულა.
დიმიტრი ჩერიშევი: ესპანეთს დავამარცხებთ და 1/4-ფინალში რუსეთი გავა, რადგან...