
დიმიტრი რუსეთის ნაკრების ამჟამინდელი მოთამაშის, დენის ჩერიშევის მამაა.
"ვფიქრობ, 1/4-ფინალში რუსეთის ნაკრები გავა, რადგან ესპანელები კრიზისში არიან. რა თქმა უნდა, ასევე დიდი ფაქტორი ისაა, რომ თამაშებს საშინაო მოედანზე ვატარებთ.
ესპანელებმა მთავარი მწვრთნელი 2 დღით ადრე შეცვალეს და შეუძლებელია ამან გუნდზე არ იმოქმედოს. ამ ფაქტის შემდეგ ისინი შედარებით სუსტად ასპარეზობენ", - აღნიშნა ჩერიშევმა.
რუსეთისა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირება პირველ ივლისს, მოსკოვში გაიმართება.