ქვეყნის ჩემპიონი და ერთადერთი უდანაკარგო "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" კატალონიურ დერბიში "ჟირონას" მასპინძლობს. გასულ სეზონში, რომელიც სადებიუტო იყო "ჟირონასთვის", "ბარსამ" ორივე თამაშში გაილაღა და ჯამში 9:1 მოუგო "ჟირონას" (სტუმრად 3:0, შინ 6:1). აქედან 4 გოლი ლუის სუარესის ანგარიშზეა.
"ბარსამ" ლა ლიგაში ბოლო 33 საშინაო მატჩიდან 30 მოიგო და ახლაც აშკარა ფავორიტია, ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ თრიკი შეასრულა, ლა ლიგაში კი
ბარსელონა (სავარაუდო): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა - ს. რობერტო, ბუსკეტსი, კოუტინიო - მესი, ლ. სუარესი, დემბელე.
10 ქულით მეორე ადგილზე მყოფი "რეალი" შაბათს ბარსელონურ "ესპანიოლს" მასპინძლობს, რომელსაც მოულოდნელად ნორმალური სტარტი გამოუვიდა - 4-დან 2 მატჩი მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება, რომელიც თებერვალში შედგა ბარსელონაში, "ესპანიოლის" გამარჯვებით დასრულდა - 1:0. 92-ე წუთზე ჟერარდ მორენომ სერხიო გარსიას პასით კატალონიელებს მოაგებინა ზიდანის გუნდზე. იმავეს გამეორება "ესპანიოლს" გაუჭირდება, რადგან ხულიენ ლოპეტეგის კრებული შესანიშნავ ფორმაშია.
განსაკუთრებით ეს შემტევებზე ითქმის. სავარაუდოდ, მწვრთნელი აღარ მიმართავს ექსპერიმენტს შუახაზში და კაზემირო ადგილზე იქნება, რომლის გარეშეც "რეალს" წარმატებით თამაში უჭირს.
"რეალს" ბოლო 19 მატჩიდან 18-ში სულ მცირე, 2 გოლი მაინც აქვს "ესპანიოლის" კარში გატანილი, გამონაკლისი მხოლოდ ზემოთ ნახსენები თებერვლის მატჩია.
რეალი (სავარაუდო): კურტუა - კარვახალი, სერხიო რამოსი, ვარანი, მარსელო - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ბეილი, ბენზემა, ასენსიო.
დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოს" მადრიდული დერბი აქვს "კოლისეუმზე" "ხეტაფეს" სტუმრობს. "ატლეტიკოს" "ხეტაფესთან" ბოლო 14 დაპირისპირებაში არ გაუშვია გოლი! ის აშკარად ჩაგრავს პატარა კლუბს მადრიდის გარეუბნიდან - ბოლო 9 მატჩის 18 ტაიმიდან 16 მოუგო.
ატლეტიკო (სავარაუდო): ობლაკი - ხუანფრანი, ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, როდრი, საულ ნიგესი, ლემარი - გრიზმანი, დიეგო კოშტა.
"ვალენსიას" მხარის დერბი აქვს - "ვილიარეალს" სტუმრობს. ორივე კლუბმა ლა ლიგა საშინლად დაიწყო, "ყვითელ წყალქვეშა ნავს" 4 ქულა აქვს, ხოლო "ვალენსიას" მხოლოდ - 3. მარსელინოს გუნდს ახალ სეზონში ჯერ არ მოუგო და ამ ყველაფრის ფონზე, არც "ბებერ ქალბატონთან" წაგება ჩანს ულოგიკო.
ვალენსია (სავარაუდო): ნეტო - პიჩინი, დიაქაბი, გაბრიელ პაულისტა, გაია - სოლერი, ვასი, პარეხო, გედეში - როდრიგო, გამეირო.
სხვა მატჩებიდან გამოვარჩევთ ანდალუსიურ-ბასკურ დაპირისპირებას სევილიაში, "ბეტისი" "ატლეტიკს" მასპინძლობს, ვალენსიაში ჩადის "სევილია" "ლევანტესთან" სათამაშოდ.
ლა ლიგა. V ტური
პარასკევი, 21 სექტემბერი
უესკა-სოსიედადი 23:00
შაბათი, 22 სექტემბერი
რაიო ვალეკანო-ალავესი 15:00
სელტა-ვალიადოლიდი 18:15
ეიბარი-ლეგანესი 18:15
ხეტაფე-ატლეტიკო 20:30
რეალი-ესპანიოლი 22:45
კვირა, 23 სექტემბერი
ლევანტე-სევილია 14:00
ვილიარეალი-ვალენსია 18:15
ბეტისი-ბილბაო 20:30
ბარსელონა-ჟირონა 22:45
ბომბარდირები: 4 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ლიონელ მესი (ბარსელონა).
ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"