ლა ლიგა. V ტური: ორხელისუფლებიანობა ესპანეთში [VIDEO]

AutoSharing Option
ლა ლიგაში უდანაკარგოდ აღარავინაა. ერნესტო ვალვერდეს ექსპერიმენტებმა შემადგენლობაში, "ბარსა" კატალონიურ დერბიში შეაფერხა და "ჟირონასთან" მატჩში 2 ქულა დააკარგვინა.

ახლა "ბარსა" და "რეალი" ერთად ლიდერობენ ლა ლიგას, რომელსაც შუა კვირაშიც მორიგი ტური ელის.


ძნელი სათქმელია, რას აკეთებს ხულიენ ლოპეტეგი - იდეალურ 11-ეულს ეძებს თუ როტაციას მიმართავს, მაგრამ ფაქტია, ამ მწვრთნელის ხელში "რეალში" ექსპერიმენტები არ ილევა. ახლა ნავასს, მარსელოს, კროოსსა და ბეილს მიეცათ დასვენების საშუალება და "რეალმაც" ამ სეზონის უცუდესი თამაში ითამაშა. "სამეფო კლუბმა" მაინც მოიგო,
რაც მარკო ასენსიოსა და ვიდეორეფერის დამსახურებაა. რომ არა ტექნოლოგია, ამ წესების დაცვით გატანილ გოლს არ ჩათვლიდნენ.


როგორც იქნა, თომა ლემარმა დაგვანახა, რატომ გადაიხადეს მასში 75 მილიონი ევრო - ორივე გოლი "ხეტაფეს" კარში მისი დამსახურებაა, თუმცა პირველში მეკარე სორიამ ხარიხიდან გამოვარდნილი ბურთი უნებურად შეაბრუნა კარში.


ფაქტები
  • "სოსიედადის" 2 ფეხბურთელი ერთ მატჩში აქამდე ბოლოს 2005/06 წლების სეზონში გააძევეს.
  • 12 მატჩია, რაც "ალავესი" არ აგებს, თუ გოლი იბაი გომესს გააქვს (11 მოგება, 1 ფრე).
  • "სელტამ" პირველ 9 წუთში ორი გოლი ლა ლიგაში 2002 წლის მერე პირველად გაიტანა.
  • ოსკარ პლანიოს გოლმა "ვალიადოლიდის" 399-წუთიანი მშრალი სერია დაასრულა.
  • იაგო ასპასი მე-2 ადგილზე გადავიდა "სელტას" ფეხბურთელებში პრიმერაში გატანილი გოლების მიხედვით - 71.
  • 2006 წლის მერე პირველად, "ხეტაფეს" გოლკიპერმა საკუთარი კარი დალაშქრა.
  • მარკო ასენსიომ ლა ლიგაში თებერვლის მერე პირველი გოლი გაიტანა, ხოლო "სანტიაგო ბერნაბეუზე" პირველი - 2017 წლის ნოემბრის შემდეგ.
  • "ხეტაფეს" ივან ალეხო მოედანზე გამოსვლიდან 4 წუთსა და 21 წამში გააძევეს.
  • თომა ლემარმა "ატლეტიკოს" მაისურით პირველი გოლი 416 წუთის შემდეგ გაიტანა.
  • პაბლო სარაბიამ (სევილია) კარიერაში პირველად გააკეთა ერთ თამაშში 3 საგოლე პასი (პლუს, გოლი გაიტანა).
  • "სევილიამ" ლა ლიგის საგარეო მატჩში 6 გოლი პირველად გაიტანა.
  • დანი პარეხო ბოლო 9 ტურში 2-ჯერ გააძევეს, არადა, წინა 276 ტურში მან წითელი ბარათი მხოლოდ ერთხელ მიიღო.
  • 1999 წლის მერე "ვალენსიას" ასეთი ცუდი სტარტი არ ჰქონია - ჯერ მოგება არა აქვს.
  • ლიონელ მესიმ 423-ე მატჩი ითამაშა ლა ლიგაში და ამ მაჩვენებლით არაესპანელ ფეხბურთელებში ყველას გადაუსწრო.
  • 2018 წელს ევროპის ტოპ-5 ლიგაში ყველაზე მეტი გოლი ლიონელ მესის აქვს გატანილი - 34 (36 მატჩში).
  • 21-ე საუკუნეში პირველად შეძლო ერთმა ფეხბურთელმა წლის განმავლობაში "რეალისა" და "ბარსელონას" კარში დუბლების შესრულება - ეს კრისტიან სტუანია ("ჟირონა").

ლა ლიგა. V ტური
უესკა-სოსიედადი 0:1
გოლი: 0:1 მერინო (64)
გაძევება: ხუანმი (71. სოსიედადი), ტ. ერნანდესი (82. სოსიედადი)

ვალეკანო-ალავესი 1:5
გოლები: 0:1 ჩ. ნავარო (8), 1:1 დე ტომასი (30), 1:2 იბაი გომესი (34), 1:3 კალიერი (56), 1:4 იბაი გომესი (77), 1:5 ბურგუი (95)
გაძევება: ბა (35. რაიო ვალეკანო)

სელტა-ვალიადოლიდი 3:3
გოლები: 1:0 ასპასი (5), 2:0 მ. გომესი (9), 2:1 პლანიო (39), 3:1 ასპასი (54), 3:2 იუნალი (65), 3:3 ლეო სუარესი (94)

ეიბარი-ლეგანესი 1:0
გოლი: 1:0 კიკე (52)

ხეტაფე-ატლეტიკო 0:2
გოლები: 0:1 სორია (14-საკ. კარში), 0:2 ლემარი (60)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხიმენესი, ლ. ერნანდესი, ფილიპე ლუიში (71. გოდინი) - ლემარი (80. ა. კორეა), როდრი (58. თომასი), საულ ნიგესი, კოკე - დიეგო კოშტა, გრიზმანი
გაძევება: ალეხო (67. ხეტაფე)

რეალი-ესპანიოლი 1:0
გოლი: 1:0 ასენსიო (41)
რეალი (4-3-3): კურტუა - ოდრიოზოლა, ვარანი, სერხიო რამოსი, ნაჩო - მოდრიჩი, კაზემირო, სებალიოსი (63. ლ. ვასკესი) - ისკო (79. მ. ლორენტე), ბენზემა (60. მარიანო დიასი), ასენსიო

ლევანტე-სევილია 2:6
გოლები: 0:1 ბენ იედერი (11), 1:1 როჯერი (12), 1:2 კარისო (21), 1:3 ბენ იედერი (35), 1:4 ბენ იედერი (45), 1:5 ანდრე სილვა (49), 1:6 სარაბია (59), 2:6 კიაერი (90-საკ. კარში)
სევილია (3-5-2): ვაჩლიკი - გომესი, კიაერი, კარისო - ხესუს ნავასი, ფ. ვასკესი, ბანეგა (63. მესა), სარაბია (73. მურიელი), ალ. ვიდალი - ბენ იედერი, ანდრე სილვა
გამოუყენებელი პენალტი: მორალესი (26. ლევანტე)

ვილიარეალი-ვალენსია 0:0
ვალენსია (4-4-2): ნეტო - პიჩინი, გაბრიელ პაულისტა, დიაქაბი, გაია - ფ. ტორესი (56. გედეში), სოლერი, პარეხო, ჩერიშევი - ს. მინა (46. ბატჩუაი), გამეირო (61. კოკლენი)
გაძევება: პარეხო (58)

ბეტისი-ბილბაო 2:2
გოლები: 0:1 ვილიამსი (7), 0:2 რაულ გარსია (18), 1:2 ბარტრა (51), 2:2 კანალესი (68)
გაძევება: სუსაეტა (45. ბილბაო)

ბარსელონა-ჟირონა 2:2
გოლები: 1:0 მესი (19), 1:1 სტუანი (45), 1:2 სტუანი (51), 2:2 პიკე (63)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა - არ. ვიდალი (58. რაკიტიჩი), ბუსკეტსი, არტური (58. კოუტინიო) - მესი, ლ. სუარესი, დომბელე (46. უმტიტი)
გაძევება: ლონგლე (35)

ბომბარდირები: 5 - ლიონელ მესი (ბარსელონა), კრისტიან სტუანი (ჟირონა); 4 - იაგო ასპასი (სელტა), ქარიმ ბენზემა (რეალი), როჯერ მარტი (ლევანტე), ანდრე სილვა (სევილია).

მომდევნო ტური
25 სექტემბერი: ესპანიოლი-ეიბარი, რეალ სოსიედადი-რაიო ვალეკანო, ატლეტიკო-უესკა
26 სექტემბერი: ბილბაო-ვილიარეალი, ლეგანესი-ბარსელონა, სევილია-რეალი, ვალენსია-სელტა
27 სექტემბერი: ალავესი-ხეტაფე, ვალიადოლიდი-ლევანტე, ჟირონა-ბეტისი.

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული