ლა ლიგა. VII ტურის წინ: დერბი და დებიუტანტი

AutoSharing Option
დღეისათვის საკლუბო ფეხბურთში ამაზე ძლიერი დერბი არ არსებობს - ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამი გათამაშების გამარჯვებული "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ევროპალიგისა და უეფას სუპერთასის მომგებ "ატლეტიკოს" მასპინძლობს.

"სამეფო კლუბის" ანდალუსიური ფიასკოს შემდეგ "როხიბლანკო" "ბლანკოს" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

"რეალს" ყველაზე მეტად "სანჩეს პისხუანზე" უჭირს, ეს ოთხშაბათის მატჩმაც დაადასტურა, მაგრამ ხულიენ ლოპეტეგი კრიტიკის ქარცეცხლს ვეღარ აიცილებს, თუკი მისთვის სადებიუტო დერბის წააგებს ამ საქმეში ჭიპმოჭრილ დიეგო სიმეონესთან. "სევილიასთან" 0:3 მარცხი მართლაც შემაშფოთებელი სიგნალია - ბოლო 26 მატჩში პირველად "რეალმა" გოლის გატანა ვერ შეძლო.

ლოპეტეგის
არ ეყოლება ისკო, რომელმაც ბრმა ნაწლავის ოპერაცია გაიკეთა და კლასიკომდე მისი გამოჯანმრთელება არ იგეგმება. საეჭვოა მარსელოსა და დანი კარვახალის თამაში. არადა, "სევილიასთან" თამაშმაც აჩვენა, რომ დაცვის ფლანგებზე "რეალი" მოისუსტებს - იგივე მარსელო "სევილიასთან" ანტიგმირი იყო. სიმეონეს არ ეყოლება კოლუმბიელი მარჯვენა მცველი არიასი და ურუგვაელი ცენტრალური მცველი ხიმენესი. თანაც, საეჭვოა კიდევ ერთი მცველის, ჩერნოგორიელი სავიჩის თამაშიც.

სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, ნაჩო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ბეილი, ბენზემა, ასენსიო

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, ლ. ერნანდესი, ფილიპე ლუიში - საულ ნიგესი, როდრი, კოკე, ლემარი - დიეგო კოშტა, გრიზმანი

არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანი თამაში გველის "კამპ ნოუზე", სადაც ჩემპიონი "ბარსელონა" ბილბაოს "ატლეტიკს" მასპინძლობს. "ბარსას" უბრუნდება დისკვალიფიკაციამოხდილი ლონგლე, მაგრამ ალბათ, ვალვერდე ისევ უმტიტისა და პიკეს წყვილს დატოვებს. შუა კვირისგან განსხვავებით სასტარტოს დაუბრუნდებიან ჟორდი ალბა და ლუის სუარესი. სტუმრებს მხოლოდ ლეკუე ჰყავთ ტრავმირებული, მარკელ სუსაეტამ კი დისკვალიფიკაცია მოიხადა.

სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - კოუტინიო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი - მესი, ლ. სუარესი, დემბელე

ბილბაო (4-3-3): სიმონი - დე მარკოსი, ალვარესი, მარტინესი, იური - ბენიატი, რაულ გარსია, დანი გარსია - სუსაეტა, ვილიამსი, მუნიაინი

ფაქტები
  • რაც ტურნირს ლა ლიგა ეწოდა, ეს 63-ე მადრიდული დერბია. "რეალმა" აქედან 34 თამაში მოიგო და 109 გოლი გაიტანა, "ატლეტიკომ" კი 11 შეხვედრა მოიგო და 63 გოლი გაიტანა.
  • "რეალისა" და "ატლეტიკოს" ბოლო სამი დერბი (მხოლოდ ლა ლიგაში) ფრედ დასრულდა - 1:1, 0:0 და 1:1.
  • ბოლო ხუთი თამაშია, რაც ლა ლიგაში "ატლეტიკოს" "სანტიაგო ბერნაბეუზე" არ წაუგია (3 მოგება, 2 ფრე).
  • როგორც წესი, ამ გუნდების დაპირისპირებაში გოლი ყოველთვის გადის - ბოლო 6 თამაშიდან 4-ში ეს ორივე გუნდმა მოახერხა.
  • "ბარსელონას" ლა ლიგაში "კამპ ნოუზე" 39 თამაშია, რაც არ წაუგია.
  • ბოლო 37 დაპირისპირებაში "ბილბაომ" "ბარსას" მხოლოდ სამჯერ მოუგო (ყველა შეჯიბრება).
  • ბოლო სამი დაპირისპირებაა, რაც "ბარსას" "ბილბაოსგან" გოლი არ გაუშვია.

VII ტური
პარასკევი, 28 სექტემბერი
რ. ვალეკანო-ესპანიოლი 2:2
გოლები: 1:0 რაულ დე ტომას (6), 1:1 ბორხა იგლესიასი (19), 1:2 ესტებან გრანერო (45+1), 2:2 გაელ კაკუტო (47)

შაბათი, 29 სექტემბერი
სოსიედადი-ვალენსია 15:00
ბარსელონა-ბილბაო 18:15
ეიბარი-სევილია 20:30
რეალი-ატლეტიკო 22:45

კვირა, 30 სექტემბერი
უესკა-ჟირონა 14:00
ვილიარეალი-ვალიადოლ. 18:15
ლევანტე-ალავესი 20:30
ბეტისი-ლეგანესი 22:45

ორშაბათი, 1 ოქტომბერი
სელტა-ხეტაფე 23:00

ბომბარდირები: 6 - ანდრე სილვა (სევილია); 5 - ლიონელ მესი (ბარსელონა), იაგო ასპასი (სელტა), კრისტიან სტუანი (ჟირონა).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მიდი ატლეტიკო ავადმყოფი ლოგინშივე უნდა....
0
უმტიტი ტრავმირებულია :)
Mateus
14:50 29-09-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული