ლა ლიგა. VIII ტური: "რეალის" მარცხი, "ბარსელონას" ფრე, "სევილია" პირველზეა [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანურმა გრანდებმა კვლავ წაიფორხილეს - "ბარსას" "მესტალიაზე" მედგრად დახვდნენ და შინ მხოლოდ ქულა გაატანეს, "რეალმა" კი ბასკეთში "ალავესთან" სულაც წააგო. შედეგად, მათ ცხრილში უკვე "სევილია" უსწრებს...


ჯერ იყო სენსაცია ვიტორიაში - მატჩის 95-ე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებულს მანუ გარსიამ თავი დაუხვედრა და ბასკებს სამი ქულა მოაპოვებინა. ხულიენ ლოპეტეგის გუნდმა "მოახერხა" ენითაუწერელი რამ - ზედიზედ 4 მატჩში ვერ გაიტანა გოლი! ასეთი სერია ბოლოს გუნდს 33 წლის წინ ჰქონდა.

სერხიო რამოსი (რეალი): "ბოლომდე ვიბრძოლებთ, ეს ჩვენს გენებშია.
ახლა არ გვაქვს კარგი შედეგები, მაგრამ გოლების გატანას ისევ დავიწყებთ და ყველა მიზანს მივაღწევთ".


"ატლეტიკომ" "ტრადიციული" ანგარიშით მოიგო - ანხელ კორეას გოლი "ბეტისის" კარში საკმარისი აღმოჩნდა, რომ დიეგო სიმეონეს გუნდს სამი ქულა მოეგო. ამით "ატლეტიკომ" "რეალს" გაუსწრო და "ბარსას" დაეწია.


"სევილია" "სელტას" მასპინძლობდა. ამ შეხვედრის გმირი პაბლო სარაბია იყო, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა. ასე, ყველასთვის მოულოდნელად, სანაკრებო პაუზაზე პაბლო მაჩინის გუნდი პირველი ადგილით გავიდა.

ფაქტები
  • ჩემპიონატში და თასზე ეს იყო 163-ე ბასკური დერბი. "ბილბაომ" 66 მოიგო, "რეალ სოსიედადმა" - 54.
  • "რეალ სოსიედადმა" "სან მამესზე" "ბილბაოს" ბოლო 5 მატჩიდან 2 მოუგო და 2 ფრედ ითამაშა.
  • "ბილბაომ" "სან მამესზე" ლა ლიგაში ბოლო 12 დერბიდან მხოლოდ მეორე წააგო.
  • ბოლო ორ საშინაო მატჩში მანუ გარსიამ (ალავესი) ორი გოლი გაუტანა "რეალს".
  • 1985 წლის აპრილის მერე პირველად, "რეალმა" ზედიზედ 4 მატჩში ვერ შეძლო გოლის გატანა (მაშინ 5 მატჩში ვერ გაიტანა).
  • ამ სეზონში "რეალმა" საგარეო მატჩებში პირველად შეინახა კარი მშრალად.
  • ტონი კროოსმა "რეალის" მაისურით 200 მატჩი ითამაშა. გერმანელებში მას მხოლოდ ული შტილიკე უსწრებს (308).
  • არტურ მელომ (ბარსელონა) "ვალენსიასთან" 142 პასი გააკეთა, რაც 2012 წლის მერე ლა ლიგაში საგარეო მატჩის რეკორდია - მაშინ ჩავიმ 148 პასი გააკეთა.
  • ლუის სუარესმა 27-ე საგოლე პასი გაუკეთა ლეო მესის. მან გაუსწრო დანი ალვეშს (26 პასი მესის).
  • ბოლო ათ სეზონში ლეო მესიმ (ბარსელონა) საჯარიმოს გარედან 57 გოლი გაიტანა, ყველაზე მეტი ევროპის ტოპ-5 ლიგაში.
  • ლა ლიგის ფეხბურთელებიდან მხოლოდ ლიონელ მესიმ გაიტანა პაბლო სარაბიაზე (9) მეტი გოლი ყველა ტურნირში ამ სეზონში.
  • დიეგო სიმეონე (ატლეტიკო) კიდევ არ დამარცხდა კიკე სეტიენთან (ბეტისი) - 5 მოგება, 1 ფრე.
  • ანხელ კორეამ (ატლეტიკო) 11 გოლი გაიტანა ლა ლიგაში, მას მერე, რაც შეცვლაზე შევიდა. 2015 წლიდან ეს საუკეთესო შედეგია ჩემპიონატში.

ლა ლიგა. VIII ტური
ბილბაო-სოსიედადი 1:2
გოლები: 0:1 ოიარზაბალი (30-პენ), 1:1 მუნიაინი (32), 1:2 სანგალი (47), 1:3 ოიარზაბალი (74-პენ)

ჟირონა-ეიბარი 2:3
გოლები: 0:1 შარლესი (12-პენ), 1:1 სტუანი (40), 2:1 სტუანი (42), 2:2 არბილია (45+4), 2:3 ენრიჩი (72)

ხეტაფე-ლევანტე 0:1
გოლი: 0:1 ბარდჰი (60)
გაძევება: ფ. პორტილიო (91. ხეტაფე)

ალავესი-რეალი 1:0
გოლი: 1:0 მანუ გარსია (95)
რეალი (4-3-3): კურტუა - ოდრიოზოლა, ვარანი, სერხიო რამოსი, ნაჩო - მოდრიჩი, კაზემირო (62. ასენსიო), კროოსი - ბეილი (80. ვინისიუს ჟუნიორი), ბენზემა (46. მარიანო დიასი), სებალიოსი

ლეგანესი-ვალეკანო 1:0
გოლი: 1:0 კარილიო (14)
გაძევება: მედრანი (82. რაიო ვალეკანო)

ვალიადოლიდი-უესკა 1:0
გოლი: 1:0 ალკარასი (28)

ატლეტიკო-ბეტისი 1:0
გოლი: 1:0 ა. კორეა (74)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი (74. არიასი), გოდინი, ლ. ერნანდესი, ფილიპე ლუიში - კოკე, როდრი, საულ ნიგესი, ლემარი (57. ა. კორეა) - გრიზმანი, კალინიჩი (66. თომასი)

სევილია-სელტა 2:1
გოლები: 1:0 სარაბია (39), 2:0 ბენ იედერი (61), 2:1 ბუფალი (85)
გაძევება: არაუხო (58)
სევილია (3-5-2): ვაჩლიკი - კარისო, კიაერი, გომესი - ხესუს ნავასი, სარაბია, ბანეგა (92. მესა), ფ. ვასკესი, არანა - ბენ იედერი (79. პრომესი), ანდრე სილვა

ესპანიოლი-ვილიარეალი 3:1
გოლები: 1:0 პერესი (7), 1:1 ეკამბი (45), 2:1 დარდერი (79), 3:1 პიატი (92)

ვალენსია-ბარსელონა 1:1
გოლები: 1:0 გარაი (2), 1:1 მესი (23)
ვალენსია (4-4-2): ნეტო - პიჩინი, გარაი, გაბრიელ პაულისტა, გაია - სოლერი, პარეხო, კონდოგბია (79. კოკლენი), გედეში (12. ჩერიშევი) - ბატჩუაი, გამეირო (67. როდრიგო)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ვერმალენი, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური (88. რაფინია) - მესი, ლ. სუარესი, კოუტინიო (84. დემბელე)

ბომბარდირები: 8 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 7 - ანდრე სილვა (სევილია); 6 - ლიონელ მესი (ბარსელონა).

მომდევნო ტური
19 ოქტომბერი: სელტა-ალავესი
20 ოქტომბერი: რეალი-ლევანტე, ვალენსია-ლეგანესი, ვილიარეალი-ატლეტიკო, ბარსელონა-სევილია
21 ოქტომბერი: რაიო ვალეკანო-ხეტაფე, ეიბარი-ბილბაო, უესკა-ესპანიოლი, ბეტისი-ვალიადოლიდი
22 ოქტომბერი: რეალ სოსიედადი-ჟირონა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული