სუარესი: "რეალის" ნაკლოვანებები უნდა გამოვიყენოთ

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა მომავალ ელ კლასიკოზე ისაუბრა.

"მეტოქეს ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს და სიფრთხილე გვმართებს. თუმცა, ისევე როგორც ნებისმიერ გუნდს, "რეალსაც" აქვს ნაკლოვანებები და ეს უნდა გამოვიყენოთ.

ყველამ ვიცით, ვინაა რონალდო, მაგრამ გუნდი ყველა ფეხბურთელზე უფრო მნიშვნელოვანია. მათ სხვა შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ, რომელთაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ.

"ბარსამ" მოწინააღმდეგეზე არ უნდა იფიქროს და თავისი ფეხბურთი ითამაშოს.

კლასიკო კლასიკოა, გასულ სეზონში ჩემპიონები გავხდით და "რეალთან" მთელი ძალით ვითამაშეთ. ჩვენი შეხვედრები მუდამ დაძაბულია.

გამარჯვება გვსურს და არაა საჭირო იმაზე ფიქრი, თუ
როგორ ითამაშებს მოწინააღმდეგე. მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ", - განუცხადა ურუგვაელმა "მარკას".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლუი ჯიგარი ხარ!!!!!!!!!!!
გია
11:36 27-10-2018
1

სიახლეები პოპულარული