მადრიდის "ატლეტიკომ" "სოსიედადი" მცველების გოლებით დაამარცხა და ლა ლიგაში გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში მადრიდის "ატლეტიკომ" "სოსიედადს" უმასპისპინძლა და დიეგო გოდინის(45) და ფილიპე ლუისის (60) გოლებით დაამარცხა.

მადრიდული კლუბი ერთადერთია ტოპ 5 ჩემპიონატში, რომელსაც პირველ ტაიმში გოლი არ გაუშვია.

ამ გამარჯვების შემდეგ "ატლეტიკო" ლა ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს და ახლა ელ კლასიკოს შედეგს ელოდება და "ბარსელონას" მარცხის შემთხვევაში პირველ ადგილს შეინარჩუნებს.

27 ოქტომბერი.
მადრიდი. "ვანდა მეტროპოლიტანო". 57 514 მაყურებელი.
ატლეტიკო - სოსიედადი 2:0
გოლები: დიეგო გოდინი (45), ფილიპე ლუისი (60).

დღის სხვა თამაშები:

ჟირონა - რაიო ვალეკანო 2:1
ბილაბაო - ვალენსია
0:0
სელტა - ეიბარი 4:0
ლევანტე - ლეგანესი 1:0


alt"დიეგო სიმეონემ 5 ფეხბურთელი დაამატა, მათ შორის, მეც" - ლადო ჩიხრაძე "ატლეტიკოს" ახალგაზრდულ გუნდში ითამაშებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული