ლა ლიგას პრეზიდენტი: მესი ისტორიაში საუკეთესოა, მისი სახელობის პრიზი უნდა დაწესდეს

AutoSharing Option
ლა ლიგას პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ლეო მესის სახელობის პრიზის დაწესების წინადადებით გამოვიდა.

"მესის სახელობის პრიზის დაწესების იდეა მომწონს. მას ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად ვთვლი.

ზოგიერთს მიაჩნია, რომ ნეიმარს დიდი მომავალი აქვს, მაგრამ ის უკვე 26 წლისაა. მახსოვს მესიმ როგორ დაიწყო "ბარსელონაში" თამაში, მაშინ პატარა ბიჭი იყო და მას შემდეგ მუდამ გვაოცებს. შეგრძნება მაქვს, რომ მისი ტალანტი უსაზღვროა, ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებს.

ვფიქრობ, მისი სახელობის პრიზის დაწესება კარგი იდეაა. ეს პრიზი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს უნდა გადაეცეს", - განუცხდა ტებასმა Omnisport-ს.

31 წლის მესი
ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია - 427 მატჩში 390 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ის რომ მესი საუკეთესოა ამაზე ორი აზრი არ არსებობს მიუხედავად იმისა რას იტყვის დივანზე მოკალათებული ქართველი, რომელსაც ალბათ არც მესხი გაუგია არც ყიფიანი და მარტო ნოვიკოვის თუ ბუბნოვის თამაში ხიბლავს.
აქ სხვა რამეშია საქმე, მესის მარტო გულშემატკივრები არ აქებენ, მას მსოფლიოს ყველა უდიდესი მწვრთნელი თუ ფეხბურთელი აქებს, ისინი ვინც დროებით რონალდუს გვერდით იყო(სამსახურებრივად: ანჩელოტი, მოურინიო) წასვლის შემდეგ აღიარეს მესის უპირატესობა, მოურინიომ რომელიც რეალის მწვრთნელობის დროს ადიდებდა რონალდუს წასვლის მერე განაცხადა რონალდუ ვინ არის მე "ნამდვილი რონალდო" გამიწვრთნიაო, აღარც რეალის ფეხბურთელები არ მალავენ მესის სიდიადეს, მაგრამ დავუბრუნდეთ ტებასის განცხადებას. ეს ეხლა განაცხადა როცა რონალდუ წავიდა და მიზეზი მარტო მესის უკეთესობა არ არის საქმე იმაშია რომ რონალდუმ იუვეში გადასვლის შემდეგ დაიწყო გუნდის და პერესის ლანძღვა სახალხოდ და ესპანეთში იციან როგორ გაამწარონ პორტუგალიელი ნარცისი, ამისთვის მადრიდელებმა უნდა ხმამაღლა თქვან რო რონალდუ არ ყოფილა მესიზე უკეთესი.
მესი საუკეთესოა!!!
16:41 31-10-2018
1
რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკო, რომ მესი საუკეთესოა!
გია
13:47 31-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული