სუარესი: ნორმალურია, რომ "ბარსელონა" თავდამსხმელს ეძებს - 31 წლის ვარ

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა იმაზე გააკეთა კომენტარი, რომ კლუბი სამომავლოდ მის შემცვლელს ეძებს.

"ეს ნორმალურია, რომ "ბარსელონა" თავდამსხმელს ეძებს, მე ხომ 31 წლის ვარ. პროფესიონალი ვარ და ვიცი, როდესაც ცუდ ფორმაში ვარ, კრიტიკაც უნდა მივიღო და თვითკრიტიკულიც ვიყო.

ესპანეთის სუპერთასზე "სევილიასან" ნამატჩევს მითხრეს, რომ მსუქანი ვარ. საქმე იმაშია, რომ შეხვედრა შაბათს გაიმართა, ვარჯიში კი სამშაბათს დავიწყე, თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე. ბუნებრივია, სწრაფად ვერ ვთამაშობდი და წონაშიც მომატებული ვიყავი. არ დაგავიწყდეთ, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ერთთვიანი შვებულებიდან დავბრუნდი. შემდეგ თანდათან ჩავდექი ფორმაში",
- განუცხადა სუარესმა "მუნდო დეპორტივოს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული