სანტიაგო სოლარი "რეალის" დროებითი კი არა უკვე სრულფასოვანი მწვრთნელია.
ბლანკოსმა მოკლე ვადაში ვერ მოიძია ახალი მწვრთნელი, ამასობაში სოლარის ხელმძღვანელობით გუნდმა ზედიზედ ოთხი გამარჯვება მოიპოვა და მას კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა.
ასეთი წარმატებული სტარტი ახალი თავკაცის ხელმძღვანელობით "სამეფო გუნდს" უკანასკნელად 89 წლის წინ ჰქონდა.
სოლარი აქამდე "კასტილიას" მწვრთნელი იყო.
12 ტურის შემდეგ "რეალი" 20 ქულით სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა და ლიდერ "ბარსელონას" 4 ქულით ჩამორჩება.