მადრიდის "რეალს" სერია A-ს ორი ფეხბურთელის შეძენა სურს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" სერია A-დან ორი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს.

Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, "რომასა" და მილანის "ინტერს" (2:2) შორის მატჩზე "სამეფო კლუბის" სკაუტი იმყოფებოდა. ის "ინტერის" ფორვარდ მაურო იკარდისა და რომაელთა მცველ კოსტას მანოლოას აკვირდებოდა.

წყარო იტყობინება, რომ "რეალი" არ აპირებს, ფეხბურთელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადაიბიროს, არამედ გარიგებას ზაფხულში გაჩარხავს.

მოსალოდნელია, რომ "რეალი" "ინტერს" იკარდის სანაცვლოდ 110 მლნ ევროს გადაუხდის. გარდა ამისა, იკარდის კონტრაქტში წერია, რომ მას "ინტერის" დატოვება მხოლოდ საზღვარგარეთული წინადადების შემთხვევაში შეუძლია.

მანოლასის ყიდვა "რეალს" 36 მლნ ევრო დაუჯდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული