"სანტიაგო ბერნაბეუზე" მაყურებელთა დასწრება უარყოფითი დინამიკის მაჩვენებელია.
გასულ სეზონში 12 მატჩზე 819 569 მაყურებელი მივიდა, ანუ საშუალოდ ერთ მატჩზე 68 297 მაყურებელი.
ამ სეზონში დასწრება 8%-ით შემცირდა და საშუალოდ 62 788 მაყურებელს შეადგენს.
გუშინ "რაიო ვალეკანოსთან" შეხვედრას 55 225 მაყურებელი დაესწრო.
მთავარ მიზეზებად აბონემენტების 10%-ით გაძვირება, რონალდოს გუნდიდან წასვლა და აგრეთვე ის სახელდება, რომ ახალი ფეხბურთელები არ დაიმატეს.