როგორც ესპანური AS-ი იტყობინება, კატალონიელებმა 65 მილიონი ევროს ღირებულების წინადადება მიიღეს და არ არის გამორიცხული, რომ ახალგაზრდა მოთამაშემ კლუბი დატოვოს.
21 წლის ვინგერს "ბარსელონაში" სათამაშო დრო არ აქვს. ის კლუბს "ბორდოდან" გასულ ზაფხულს შეუერთდა, მალკომმა "რომაში" შემდგარი ტრანსფერი ჩაშალა, რათა "ბლაუგრანას" ფეხბურთელი გამხდარიყო.
გარდა უცნობი ჩინური კლუბისა, მისით ევროპული კლუბებიც ინტერესდებიან, მათ შორის, "რომაც".
ბრაზილიელმა შემტევმა მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" რიგებში ჩატარებულ 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
ზამთარში მალკომის შეძენას "ტოტენჰემი" ეცდება