ლუკა მოდრიჩი: ფეხბურთი მხოლოდ გოლები, გოლები და გოლები არ არის

AutoSharing Option
ლუკა მოდრიჩი ბოლო 11 წლის განმავლობაში ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს შემდეგ პირველი მოთამაშე გახდა, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მოახერხა.

ხორვატმა ნახევარმცველმა ამის შესახებ Goal.com-თან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბედნიერია, რადგან მისი შრომა დაფასდა.

"ბედნიერი ვარ, რომ ხალხმა საბოლოოდ დააფასა ის, რასაც კარიერაში მივაღწიე. ამისთვის ბევრი ტიტულის მოგება დამჭირდა და მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდა ხალხი, რომ ფეხბურთი მხოლოდ გოლები, გოლები და გოლები არ არის, ზოგიერთი ბავშვობიდან ეჭვის თვალით მიყურებდა, ჩემი ფიზიკური მონაცემებისა და სიმაღლის გამო, მაგრამ მე საკუთ
არი თავის რწმენა არ დამიკარგავს. არასდროს არავინ დამხმარებია, ყველაფერს ჩემით მივაღწიე." - განაცხადა ლუკა მოდრიჩმა.

ხორვატმა ნახევარმცველმა გასულ სეზონში მადრიდის "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდა.

altმოდრიჩი: რონალდოსა და მესისთვის პრიზები მაშინაა ფასეული, როდესაც თვითონ იღებენ

alt"ოქროს ბურთი" მოდრიჩს გადასცეს - მასზე ნაკლები გოლი ამ პრიზის მფლობელებს შორის მხოლოდ იაშინს ჰქონდა გატანილი

მკითხველის კომენტარები / 9 /
გოლი ფულივითაა- ფული ყველაფერი არაა, მაგრამ უფულოდაც შორს ვერ წახვალ.
ფერნანდო
19:33 21-12-2018
2
აბა რა არის ფეხბურტი? ბურთის თრევა და წართმევა? ეგ სტოპიატია.
sdfffff
19:04 21-12-2018
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული