ლუკა მოდრიჩმა მადრიდის "რეალთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა კლუბთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი განაცხადა - იტყობინება ესპანური AS-ი.

მიმდინარე კონტრაქტის ვადა კი 18 თვეში, 2020 წელს იწურება.

ხორვატ მოთამაშეს გასული ზაფხულის შემდეგ მილანის "ინტერს" უკავშირებდნენ, როგორც ესპანური გამოცემა ირწმუნება, მილანური კლუბისთვის ეს სიგნალი იქნება და  ოქროს ბურთის მფლობელი ფეხბურთელის შეძენას თავიდან ეცდება.

ლუკა მოდრიჩი მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში 2012 წლიდან თამაშობს, მან "სამეფო კლუბთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ მოიგო.

altლუკა მოდრიჩი: ფეხბურთი მხოლოდ გოლები, გოლები და გოლები არ არის

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული