"მარკას" ცნობით, "რეალის" თავდამსხმელს, გარეთ ბეილს ტრავმის გამო ორი კვირა გაუცდება.
მან ტრავმა ლა ლიგას მე-17 ტურში "ვილიარეალთან" მატჩში (2:2) მიიღო.
რაც ბეილი ბლანკოსში გადავიდა, უკვე 22-ე ტრავმა მიიღო.
ის ჩემპიონატზე "სოსიედადთან" და "ბეტისთან" და თასზე "ლეგანესთან" შეხვედრებს გამოტოვებს.
უელსელმა ამ სეზონში 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.